არასრულწლოვანმა მახომ და
მისმა მეგობარმა დათომ გართობა გადაწყვიტეს:
რა ჯობია ზამთარში
გუნდაობას. თოვლში გუნდების
სროლაზე უკეთესი რა შეიძლება
იყოს როცა 13 წლის ხარ? დათომ
თოვლის გუნდაში ჩუმად ქვა ჩადო და მახოს მიაწოდა.. მახოს გასროლილმა გუნდამ
ავტომობილის წინა საქარე მინა ჩაამსხვრია.
დათო ადგილზევე დაიჭირეს, მახომ კი გაქცევა მოასწრო. შეშინებულმა მახომ სახლში არაფერი
თქვა, რადგან ეგონა მის ამბავს
ვერავინ გაიგებდა. რამდენიმე
დღის შემდეგ კი მასთან სახლში
მივიდა უბნის ინსპექტორი,
რომელმაც მახოს მშობლებს
გადასცა უწყება მახოს დაკითხვაზე დაბარების
თაობაზე. მახოს ძალიან გაუკვირდა
რადგან იცოდა რომ მინიმალური
ასაკი, რომლის ზემოთ ადამიანი
სისხლის სამართლებრივად პასუხს აგებს არის
14 წელი. შესაბამისად
მახოს ეგონა რომ ის არ დაისჯებოდა, თუმცა მახოს მშობლებს
შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურება
სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
Комментариев нет:
Отправить комментарий