суббота, 19 ноября 2022 г.

როგორ მოვამზადო რეპორტაჟი?

 


სასწავლო  რესურსის  მიზანი:

რეპორტაჟი  ელექტრონული  მედიის  ნაწილს წარმოადგენს,   რომელიც აერთიანებს  ბგერას  და  გამოსახულებას.  რეპორტაჟის  ყურების  დროს  გვექმნება  მონაწილეობის  განცდა,  რაც  კიდევ  უფრო  საინტერესოს  ხდის  ინფორმაციას და  აჩენს  განცდას,  რომ  ჩვენც  ვიმყოფებით  იმ  ადგილზე  სადაც  რეპორტაჟია  ჩაწერილი.

აღნიშნული  რესურსი  შეგიძლიათ  გამოიყენოთ  გზამკვლევად  რომელიც  დაგეხმარებათ  ვიზუალური  ამბების  საინტერესოდ  გადმოცემაში.

რეპორტაჟის უპირველესი  დანიშნულებაა  მასალის  მოგროვება  დამუშავება და  გავრცელება.  ამიტომ  პირველ  რიგში  მოგიწევთ  მეტი  ყურადღება  გაამახვილოთ  თხრობის  კომპონენტზე,   ტექნოლოგიური  უნარების  განვითარებაზე, გაზარდოთ  შემოქმედებითი  პოტენციალი.

მნიშვნელოვანი  რჩევები:

1.    დაგეგმეთ  სამუშაო;

·       მოსამზადებელი  სამუშაოები;

·       რა  თემაზე  გსურს  რეპორტაჟის  მომზადება?

·       ვისთვის  ქმნი  რეპორტაჟს?

·       რა  რესურსები  დაგჭირდება?  (ვიდეო  კამერა,  შესაძლოა  ტელეფონი,  კომპიუტერი,  ინტერნეტი,  რესპოდენტი,  ინტერიერის  ან  ექსტერიერის  კონკრეტული  ადგილი და  ა.შ.)

2.    ინფორმაცია -  რაზე  ვამზადებ  რეპორტაჟს?

·       ინფორმაციის  მოძიება;

·       ინფორმაციის  დამუშავება  ანალიზი;

·       შედეგების  ნაშრომის  სახით  ჩამოყალიბება;

·       ინფორმაციის  შეფუთვა;

·       ინფორმაციის  შექმნა;

·       ინფორმაციის  გავრცელება;

3.    ვიზუალური  გაფორმება;

·       ვიზუალურად  მნიშვნელოვანია  დაგეგმვა;

·       გაითვალისწინეთ  ვიზუალური  მასალა  თქვენი  სათქმელის  დასაბუთებაა;

·       მიუსადაგეთ  გამოსახულება  სათქმელს;

·       გაითვალისწინეთ  შორი,  ახლო  და  საშუალო  ხედები;

·       ყურადღება  გაამახვილეთ  კამერის  მოძრაობაზე;

·       გამოიყენეთ  მოძრავი  ან  კომბინირებული  კადრები;

·       ერთფეროვანი  კადრებიდან მასობრივ  კადრებამდე;

·       კამერა  გაწონასწორებულად გეჭიროთ;

·       ყურადღება  გაამახვილეთ  განათებაზე;

·       ცვალეთ  კამერის  მიმართულება;

·       საჭიროების    შემთხვევაში  შეგიძლიათ  უწყვეტ  რეჟიმში  აწარმოოთ  გადაღება  ან  დაამონტაჟოთ.

4.    ვიზუალური  თხრობა;

·       რეპორტაჟზე  მუშაობისას  იყავი  შემოქმედი;

·       თხრობის დროს  გაითვალისწინე  საჭირო  ემოციებით  გადმოსცე  ამბავი;

·       გამოიყენე  ეფექტური  კომუნიკაციისთვის  საჭირო  უნარ-ჩვევები;

·       დაიცავი  დროის  რეგლამენტი;

·       გახსოვდეს  წუთი  ძალიან  მნიშვნელოვანია  და  დიდი  დროა;

·       ბუნებრივი  ხმები  კიდევ  უფრო  საინტერესოს  გახდის  რეპორტაჟს;

5.    შინაარსობრივი  გამართულობა;

·       მისალმება  და  საკუთარი  თავის  წარდგენა;

·       ძირითადი  ინფორმაცია;

·       საკვანძო  სიტყვები;

·       შენიშვნები (ასეთის  არსებობის  შემთხვევაში);

·       შეჯამება;

 

Комментариев нет:

Отправить комментарий