მასწავლებლის
სახელი, გვარი : ნანა ნიკოლაშვილი
საგანი:
სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი:
საშუალო / მე-10ა კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
18
გაკვეთილის თემა:
ევროპა
ჩვენს გაკვეთილზე
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო - პრობლემის გადაჭრაზე
ორიენტირებული
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
გაანალიზებენ შეაფასებენ და გაითმაშებენ
სიმულაციური ამოცანის დახმარებით, აქტიური მოქალაქის
უფლება მოვალეობებს, თემის განვითარებისა
ეკოლოგიური დაცვის კუთხით.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები(
დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
გაკვეთილის
დასწაყისში მასწავლებელი აგვარებს
საორგანიზაციო საკითხებს: კითხულობს
სიას, მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს
და შეფასების ფორმას
და სქემას.
|
ზუსტად რეგლამენტირებულ პედაგოგიური.
|
მთელი კლასი
|
ფლიფჩარტი, მარკერი, ფურცლები. კლასში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული შეფასების რუბრიკები. ჟურნალი, კალამი.
|
3 წთ.
|
2
|
A
ფაზა.
გამოწვევის
ფაზა:
აქტივობა
N 1.
აქტივობის მიზანი: მასწავლებელი მოსწავლეებს
ჰყოფს ჯგუფებად გათვლის
1,2,ჰოპ დახმარებით.
პირველი შვიდეულის
გასვლის შემდეგ მაწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს ყუთიდან
ამოიღონ ფერადი ქაღალდები
და ფერების მიხედვით უნაწილებს თვითეულ მოსწავლეს როლს
სვამს ერთ მაგიდასთან
და ავალებს ყურადღებით
მოისმინონ ტექსტი და სურვილის
შემთხვევაში აწარმოონ ჩანაწერები.
ხოლო
დანარჩენ 10 მოსწავლეს
ანაწილებს მონიტორინგის ჯგუფში; (5
წთ-ი)
|
ენერჯეიზერი
|
მთელი კლასი
|
საკლასო ოთახი
|
5წთ.
|
3
|
აქტივობა
N 2.
პრობელმის
იდენტიფიცირება და ანალიზი:
1.
აქტივობი მიზანი:
მოსწავლეები ისმენენ ინფორმაციას.
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს
( სოფელი ტბის
პირას 3 წთ-ი);
|
მხატრული
კითხვა
|
მთელი კლასი
|
ნაწარმოები ,, სოფელი ტბის
პირას“
|
3
წთ.
|
4
|
აქტივობა
N 3.
პრობელმის დანაწევრება
და მათი პრიორიტეტებად დალაგება.
1.
აქტივობის მიზანი:
მასწავლებელი მოსწავლეებს უნაწილებს
როლებს.
მოსწავლეებს ურიგებს
მათვის წინასწარ შექმნის
ქეისებს და აძლევს
განსაზღვრულ დროს ქეისის
გასაცნობად.
მასწავლებელი მოსწავლეებს
აძლევს მცირე ინსტრუქციას
და სხთოვს არსებული
ისტორიის და საკუთარი
როლის ასევე ინფორმაციის
გათვალისწინებით შეასრულონ დავალება
როლური თამაშით გაითამაშონ
საკერებულოს სხდომა, ასევე მონიტორინგის წევრებს
სთხოვს დააკვირდნენ ჯგუფის
წევრებს და დაწერონ
შეფასებები დაუწერონ მონაწილეებს
და ჯგუფებს ქულები
ხოლო თვითონ აკვირდება
ყველას იმ მოსწავლესთან ერთად
რომელიც გააკეთებს აღნიშნული
გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერს
|
სიმულაციური ამოცან
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო ფურცლები
|
8 წთ.
|
5
|
აქტივობა
N 4.
პრობლემის
გადაწყვეტის მიზნით არსებული
ცოდნის ინფორმაციის მოძიება
დახარისხება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები
განიხილავენ თემის ბუჯეტს.
როლური თამაში
,,საკრებულოს სხდომა“ სხდომის
გახსნა თვითეულ წევრს
აქვს გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო
3 წთ-ი, ყველა
გამომსვლელის გამოსვლის შემდეგ
ხდება გადაწყვეტილების მიღება დარჩენილ დროში
|
როლური თამაში
|
ინდივიდუალური, მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი, PP სლაიდი
|
15 წთ.
|
6
|
B ფაზა სიღრმისეული წვდომა
აქტივობა N6
აქტივობის მიზანი: მასწავლებელი მოსწავლეებს
აწვდის დამატებით ინფორმაციას
ადგილობრივი თვითმართველობის და მოქალაქეთა სამოქალაქო
ცნობიერების შესახებ.
|
აქტიური ლექცია
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი,
PP სლაიდი, პროექტორი.
|
5 წთ
|
7
|
ფაზა C
. რეფლექსია
პრობლემის
გადაჭრის იდეის მოძიება ჩამოყალიბება და წარდგენა
აქტივობა 7 გაკვეთილის ბოლოს
მასწავლებელი სთხოვს მონიტორინგის
წევრებს წარმოადგინონ ანგარიში
საგანგებოდ შექმნილი სქემის
დახმარებით გამოავლინონ საუკეთესო
მოსწავლე;
|
უკუკავშირი
|
ინდივიდუალური
|
3 წთ
|
|
9
|
რეფლექსია -მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ და უპასუხონ:
მიღებული ცოდნით შევძლებენ ირწმუნონ საკუთარი
შესაძლებლობების პასუხი დაასაბუთეთ.
|
დასკვნა
|
ინდივიდუალური
|
თვითშეფასების რუბირკა
|
6 წთ
|
10
|
მოსწავლეთა შეფასება
სამოქალაქო
განათლების პედაგოგი აფასებს
მოსწავლეებს (5 წთ) შერფასების რუბრიკის
გამოყენებით.
|
უკუკავშირი
|
ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკა
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მოქ.X.10. მოსწავლეს
შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.
- შეარჩევს რომელიმე კონკრეტულ კონფლიქტურ სიტუაციას მოქალაქეთა
ცხოვრებიდან (სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური); შეისწავლის შექმნილ ვითარებასა
და მხარეთა ინტერესებს; თანაკლასელებთან ერთად გაითამაშებს აღნიშნულ სიტუაციას
და მისი გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; მსჯელობს ამ გზების ავკარგიანობაზე
და მეგობრებთან ერთად სახავს კონფლიქტის სამართლებრივი გადაჭრის გეგმას.
·
ირჩევს მნიშვნელოვან
მოვლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს
ამ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობის მოტივაციას, შესაძლებლობებსა და ხარისხს;
- მსჯელობს სხვადასხვა სოციალური გარემოს (მაგ.: სამეგობრო,
სამეზობლო, პროფესიული და საზოგადოებრივი გაერთიანებები) ჩამოყალიბებისა და მდგრადობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე
(მაგ.: საერთო
ღირებულებები, ინტერესები, თვისებები, პირობები, მისწრაფებები და ა.შ.); მსჯელობს იმ ნიშან-თვისებებზე,
რომლებიც დამახასიათებელია საქართველოსთვის; ავლებს პარალელებს
სხვა ქვეყნებთან.
შეფასების რუბრიკა
1 ქულა – ასეთი შეფასება ეკუთვნის მას, ვინც საუბრობს გაუგებრად და განზრახ უხეშად ან შეურაცმყოფელად.
2 ქულა –
გამომსვლელს უძნელდება დაცვა და აზრის გამოხატვა. გამოსვლა განკუთვნილ დროზე ადრე დამთავრდა.
3 ქულა –
მომხსენებელი დაბნეულია და საუბრობს არაორგანიზებულად. გამოსვლა განკუთვნილ დროზე ადრე დამთავრდა. ვერ უპირისპირდება მოწინააღმდეგის პოზიციას.
4 ქულა –
მომხსენებელი სრულყოფილად ვერ უპირისპირდება მოწინააღმდეგის პოზიციას, გაუგებრად აყალიბებს თავის პოზიციას, ვერ აჩვენებს კავშირს რგოლებს შორის.
5 ქულა – ნორმალური პრეზენტაცია. არგუმენტაცია არადამაკმაყოფილებელი. მომხსენებელი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ართმევს თავს. უპირისპირდება მოწინააღმდეგის პოზიციას, მაგრამ ზედაპირულად და აკეთებს არაორგანიზებულ ანალიზს.
6 ქულა –
ნორმალური ანალიზი. მომხსენებელი კარგად ერკვევა დებატების ტექნიკაში, მაგრამ არგუმენტაცია არ არის დამაჯერებელი.
7 ქულა – არგუმენტაცია დამაკმაყოფილებელი. მომხსენებელი სრულად იყენებს დროს, აკლია დამაჯერებლობა.
8 ქულა – ძ დამაჯერებელი არგუმენტაცია. ანალიზი, პრეზენტაცია და უარყოფა კარგი.
9 ქულა – შესანიშნავი გამოსვლა. ეფექტური პრეზენტაცია.
10 ქულა – ბრწყინვალე გამოსვლა. მომხსენებელი ყველა სფეროში შესანიშნავია. უნაკლო პრეზენტაცია. ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა.
თარიღი:
14 დეკემბერი 2018 წელი
რესურსები:
ქეისი
სოფელი
ტბის პირას.
ერთი ლამაზი
ტბის პირას მდებარეობს
სოფელი მილკანი. სოფელი
ძალიან ლამაზი და მყუდროა, იქაურობას
ჯერ კიდევ არ ატყვია ინდუსტრის
ხელი. მოსახლეობას ეკონომიურად
უჭირს ცხოვრება, თუმცა საარსებო მინიმუმი
ყველა ოჯახს გააჩნია,
მოხუცები როგორღაც ეგუებიან
და ვერ რისკავენ,
ახალგაზრდები კი მომავალი
ცხოვრების პერსპექტივისთვის, საცხოვრებლად
ქალაქში გადადიან, სადაც ეკონომიკური თვალსაზრისისთ
ბევრად უკეთესი მგომარეობაა.
სოფლის მოსახლეობა ხვდება,
რომ თუ რაიმე არ იღონა,
სოფელი შეიძლება დაცარიელდეს.
სოფელში არის პატარა
სასტუმრო თუმცა გზა იმდენად გაფუჭდა
რომ ტურისტები თითქმის
აღარ მოდიან, საკამოდ გრძელი
გზაა და შეკეთება
გაცილებით ძვირი დაჯდება,
ვიდრე ახალი გზის გაყვანა ტყეზე, მაგრამ
ამისთვის ტყე უნდა გაიჩეხოს, და უამრავი ხე მოიჭრას, ეს სოფელ ეკოლოგიური
პრობლემის წინაშე დააყენებს.
სოფელს არ აქვს სამედიცინო პუნქტი
და ავადმყოფი ადამიანის
გადაყვანა რაიონულ ცენტრში
გაფუჭებული გზის გამო ერთობ რთულია,
სოფლის სკოლაც საკმაოდ ცუდ მგომრეობაშია, სასწრაფოდ
შეკეთებას საჭიროებს, გათბობის
არ ქონის გამო ზამთარში სასწავლო
პროცესი მთლიანად იშლება. ასევე
სერიოზული პრობლემის წინაშე
დგას სოფელში არსებული
მართმადიდებლური ტაძარი, თუ არ შეუკეთებენ
სახურავს უძვირფასესი და უნიკალური ფრესკების
განადგურების საფრთხე იქმნება.
სოფელ არ აქვს ნაგავსაყრელი და მოსახლეობა ნაგავს
ტბაში ყრის არადა იმ ტბის წყალს იყენებენ
სასმელად, ამ ყველაფერმა
კი შესაძლოა ეპიდემიის
განვითარების საფრთხე შექმნას.
მოკლედ საქმე არცთუ ისე სახარბიელოა.
სოფლის მოსახლეობის ძირითად
შემოსავალს წარმოადგენს ტბა თევზის რეწვით,
პატარა სასტუმრო 7 დასქმებული ადამიანით
რომელიც მალე უმუშევარი
დარჩება, საოჯახო ტიპის ფერმერული მეურნეობა
რომლიც პროდუქციაზეც მოთხოვნა
მცირდება, სკოლა, საკრებულო და ტაძარი. ყველაფერი
თუ ასე გაგარძელდა
რამოდენიმე წელში სოფელი
აღარ გვექნება. სოფელში
ტურისტული ბიზნესის განვითარების დიდი შანსი აქვს ასეთი სილამაზე
ძალიან დიდი რაოდენობით
დამთვალიერებელს მოიძიდავს, ამ იდეით არის დაინტერესებული ბიზნესმენი
რომელიც სოფელში გეგმავს
დიდი სასტუმროს აშენებას,
სანაცვლოდ სოფელს გაუყვანს
გზას ტყეზე. ძველი გზის შეკეთებისთვის ითხოვს
თანადაფინანსებას.
ზუსტად ამდროს
სოფლის ბიუჯეტში ჩაირიცხა
თანხა 70000 ლარი რომლის ფარგლებშიც
შეიძლება აშენდეს მცირე ზომის პირველადი
სამედიცინო პუნქტი, ან შეკეთდეს სკოლა ან
ტაძარი ან ახალგაზრდებისთვის გაისხნას
გასართობი დაწესებულება მაგალითად
ბარი ან გადაეცეს
ბიზნესმენს გზის შესაკეთებლად.
მატერიალურად მოსახლეობის მგომარეობა
არ გაუმჯობესდება მაგრამ,
შესაძლოა მიგრაციის შეჩერება
ცოტა ხნით. საჭიროა
გადაწყვეტილების მიღება.
სოფელ აქვს რამდენიმე
მიმართულებით განვითარების პერსპექტივა,
სოფლის საკერბულოს
წევრები ამ საკითხს
სხდომაზე გადაწყვეტენ.
საკრებულოს წევრები:
1.
სკოლის დირექტორი
2.
მოძღვარი;
3.
უხუცესი;
4.
ფერმერი;
5.
მეთევზე;
6.
სასტუმროს მეპატრონე;
7.
შამანი.
ქეისები
სკოლის დირექტორი
დაიტერესებულია სკოლაში
გათბობის დამონტაჟებით, რადგან
თუ სკოლაში გათობობა
არ გააკეთა შესაძლოა
სამინისტროს მორიგი მონიტორინგის
შემთხვევაში, მისი სკოლა დაიხუროს და უმუშევარი დარჩეს,
ის განათლებული ადამიანია
და სოფლის მოსახლეობის
კეთილგანწყობით სარგებლობს. სოფლის
ბიუჯეტის ნაწილს თუ სკოლას მოახმარს
დარჩენილი ბიუჯეტით შესაძლებლობა
იქმნება თანხა გადაეცეს
ფერმერს რომელიც თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვავს საკუთარ
სათბურს და იძლევა
პირობას რამოდენიმე ადამიანის
დასაქმების. თუმცა მის პოზიციას უპირისპირდება, უხუცესი
რომელსაც ამ ბოლო დროს ჯანმრთელობის
სერიოზული პრობლემები აქვს და მისთვის
უპირატესია, თანხა მოხმარდეს
ან მედპუნქტის აშენებას
ან მეთევზეს გადაეცეს
თანამედროვე მოტორიანი ნავის შესაძენად რომელიც
მოსახლეობას გადაიყვანს ხოლმე რაიონში.
სკოლის დირექტორმა
თავისი გამოსვლის შემდეგ
უნდა დააგროვოს 11 ქულა რომ გაიმარჯვოს და მოიპოვოს ხმა. ერთ მონაწილეს
აქვს ხმის სამჯერ
დაფიქსირების უფლება.
მოძღვარი
მოძღვარი დიდი
პოპულარობით სარგებლობს თემის მოსახლეობაში,
მას არ
სურს სიახლეები სოფელში, ეშინია ტურისტულ
ზონად არ გადაიქცეს
სოფელი, რადგან აცხადებს
რომ ტურისტების შემოსვლა სერიოზულ
საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდობას, გარყვნის მათ. ის
მხარს უჭერს სოფელში
ამბულატორიის აშენებას, და მეთევზის დაფინანსებას.
ასევე თვლის საჭიროა სოფელში
არსებული ტაძრის რეაბილიტაცია, რადგან
ტაძარი უძველესია და შესაძლოა კულტურული
მემკვიდროების ნაგებობეში მოხვდეს.
მოძღვარს უპირისპირდება
სკოლის დირექტორი, რომელიც აშკარა საფრთხეს
ხედავს სოფლის სამომავლო
არსებობის. რადგან ახალგაზრდების
მიგრაცია დიდ ქალაქებში
უკვე ძალიან თვალსაჩინოა.
თავისი გამოსვლის
შემდეგ უნდა დააგროვოს
11 ქულა რომ გაიმარჯვოს და მოიპოვოს ხმა. ერთ მონაწილეს
აქვს ხმის სამჯერ
დაფიქსირების უფლება.
ფერმერი
ფერმერი დაინტერესებულია სოფელში
გაიყვანონ საავტომობილო გზა, ტყის გაჩეხვით.
ეს გაზრდის ტურისტების
რაოდენობას სოფელში, ასევე დაუფინანსდეს თავისი
სასათბურე მეურნეობა, სადაც დაასაქმებს დაახლოებით
9 ადამიანს. ასევე მხარს უჭერს სკოლაში გათბობის
დამონტაჟებას.
ფერმერის პოზიციას უპირისპირდება, მეთევზე
მისთვის უპირატესია, გადაეცეს
თანამედროვე მოტორიანი ნავის შესაძენად რომელიც
მოსახლეობას გადაიყვანს ხოლმე რაიონში, ამით მოხდება ეკოლოგიური
კატასტროფის თავიდან არიდება,
ხოლო მორჩენილი თანხა თვლის, რომ უნდა მოხმარდეს
ტაძრის რეაბილიტაციას.
თავისი გამოსვლის
შემდეგ უნდა დააგროვოს
11 ქულა რომ გაიმარჯვოს და მოიპოვოს ხმა. ერთ მონაწილეს
აქვს ხმის სამჯერ
დაფიქსირების უფლება.
უხუცესი
დიდი პოპულარობით
სარგებლობს თემის მოსახლეობაში, მას არ სურს სიახლეები
სოფელში, ეშინია ტურისტულ ზონად არ გადაიქცეს
სოფელი, რადგან აცხადებს
რომ ტურისტების შემოსვლა სერიოზულ
საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდობას, გარყვნის მათ. ის
მხარს უჭერს სოფელში
ამბულატორიის აშენებას, და მეთევზის დაფინანსებას.
ასევე თვლის საჭიროა სოფელში
ფერმერული მეურნეობის გაძლიერება
და რაიონის ბაზრის ათვისება, რადგან
ხედავს თუ როგორი
მძიმეა მოსახლეობის ეკონომიკური
მდგომარეობა.
უხუცესს უპირისპირდება
სკოლის დირექტორი, რომელიც აშკარა საფრთხეს
ხედავს სოფლის სამომავლო
არსებობის. რადგან ახალგაზრდების
მიგრაცია დიდ ქალაქებში
უკვე ძალიან თვალსაჩინოა.
თავისი გამოსვლის
შემდეგ უნდა დააგროვოს
11 ქულა რომ გაიმარჯვოს და მოიპოვოს ხმა. ერთ მონაწილეს
აქვს ხმის სამჯერ
დაფიქსირების უფლება.
მეთევზე.
დიდი პოპულარობით
სარგებლობს თემის მოსახლეობაში, მას სურს
სიახლეები სოფელში, მიაჩნია ტურისტულ
ზონად თუ გადაიქცევა
სოფელი, ეს დადებითად აისახება
სოფლის მოსახლეობის ეკონომიკურ
მდგომარეობაზე. აღნიშნული შეაჩერებს
ახალგაზრდების მიგრაციას დიდ ქალაქებში.
ის მხარს
უჭერს სოფელში სასტუმროს აშენებას, და მეთევზის დაფინანსებას.
მეთევზეს უპირისპირდება
მოძღვარი, რომელიც აშკარა საფრთხეს
ხედავს სოფლის სამომავლო
არსებობის. რადგან აშინებს
ტურისტების მავნე ჩვევები
გარყვნის ადგილობრივ მოსახლეობას.
თავისი გამოსვლის
შემდეგ უნდა დააგროვოს
11 ქულა რომ გაიმარჯვოს და მოიპოვოს ხმა. ერთ მონაწილეს
აქვს ხმის სამჯერ
დაფიქსირების უფლება.
შამანი
თემის მოსახლეობას
ძალიან ეშინია მისი. შამანს სურს
სიახლეები სოფელში, მიაჩნია თუ ტურისტულ ზონად
გადაიქცევა სოფელი, მისი და სოფლის
ბიუჯეტი გაიზრდება, რადგან აცხადებს
რომ ტურისტების შემოსვლა სერიოზულ
სარგებელს მოუტანს მასაც და სოფელსაც.
ის თანახმაა დაფინანსდეს
სასტუმროს მეპატრონე და ფერმერი.
ასევე თვლის საჭიროა
სოფელში არსებული ტაძრის
რეაბილიტაცია, რადგან ტაძარი
უძველესია და შესაძლოა
კულტურული მემკვიდროების ნაგებობებში
მოხვდეს.
შამანს უპირისპირდება
მოძღვარი, რომელიც აშკარა საფრთხეს
ხედავს სოფლის სამომავლო
არსებობის. რადგან ახალგაზრდების
გარყვნის ეშინია.
თავისი გამოსვლის
შემდეგ უნდა დააგროვოს
11 ქულა რომ გაიმარჯვოს და მოიპოვოს ხმა. ერთ მონაწილეს
აქვს ხმის სამჯერ
დაფიქსირების უფლება.
სასტუმროს მეპატრონე
თემის მოსახლეობას
არ მოსწონს. სასტუმროს
მეპატრონეს სურს სოფლის წლევანდელი
ბუჯეტი მისი სასტუმროს
ხარჯებს მოხმარდეს, სანაცვლოდ ის სოფელს
ჰპირდება გაუკეთებს მოკლე გზას ტყეზე,
გაზრდის სოფელში ტურისტების
შემოსვლას, რაც საგრძნობლად გაზრდის მისი და სოფლის ბიუჯეტს, რადგან აცხადებს
რომ ტურისტების შემოსვლა სერიოზულ
სარგებელს მოუტანს მასაც და სოფელსაც.
ის თანახმაა სამომავლოდ დააფინანსოს სასტუმროს
მეპატრონე და ფერმერი,
ხოლო მომდევნო წელს კი აღადგენს
სამედიცინო პუნქტს და სკოლას.
ასევე თვლის საჭიროა
სოფელში არსებული ტაძრის რეაბილიტაცია, რადგან
ტაძარი უძველესია და შესაძლოა კულტურული
მემკვიდროების ნაგებობებში მოხვდეს.
სასტუმროს მეპატრონეს
უპირისპირდება უხუცესი, რომელიც აშკარა საფრთხეს
ხედავს სოფლის სამომავლო
არსებობის. ტყის გაჩეხვა
და ტბის დაბინძურება
გარდაუვალია, რაც სამომავლოდ
გამოიწვევს სოფელში ეკოლოგიურ
კატასტროფას.
თავისი გამოსვლის
შემდეგ უნდა დააგროვოს
11 ქულა რომ გაიმარჯვოს და მოიპოვოს ხმა. ერთ მონაწილეს
აქვს ხმის სამჯერ
დაფიქსირების უფლება.
Комментариев нет:
Отправить комментарий