სამოქალაქო განათლების პედაგოგების საწვრთნელი პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა.
2012 წლის 20 ოქტომბერს, თელავში,
სამოქალაქო
განათლებისა
და
პედაგოგთა
გადამზადების
პროგრამის
ფარგლებში
ჩატარდა,
სამოქალაქო
განათლების
პედაგოგების
საწვრთნელი
პროგრამის
შემაჯამებელი
შეხვედრა.
შეხვედრას
უძღვებოდა
ბ-ნი გიორგი
გახელაძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონსულტანტი და ესწრებოდა
18 პედაგოგი
კახეთის
რეგიონიდან.
შეხვედრა
მიზნად
ისახავდა
ჩატარებული
საწვრთნელი
პროგრამის
გახსენებას, პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, გამოცდილების გაზიარებას და რეკომენდაციების
მიღებას,
რომელიც
შემდომში
გააუმჯობესებს
და
ხელს
შეუწყობს
პედაგოგების
საქმიანობას.
გურჯაანის რაიონის
სოფელ ველისციხის
საჯარო სკოლის სამოქალაქო
განათლების პედაგოგი
ნანა ნიკოლაშვილმა შეხვედრის ბოლოს
შეაჯამა
ტრენინგზე
მიღებული
ცოდნა:
„პირადად ჩემზე,
როგორც სამოქალაქო
განათლების პედაგოგზე
ამ ტრენინგმა
დიდი გავლენა
იქონია, კერძოდ:
ამ ტრენინგის
შემდეგ მე ვირწმუნე
საკუთარი თავის; მივხვდი,
რომ
მიუღწეველი მიზნები
არ არსებობს;
ჩემთვის,
როგორც პედაგოგისთვის გასაგები
გახდა
თუ
რატომ
უნდა ეფუძნებოდეს დასახული
მიზანი ეროვნულ
სასწავლო გეგმას
და არა
რომელიმე სახელმძრვანელოს თემას,
ასევე,
ტრენინგზე
ათვისებული შეფასების
რუბრიკებით
გამიმარტივდა მოსწავლეთა
შეფასება.
ამ ტრენინგმა ყველა
სიახლე
კიდევ უფრო დახვეწა
და
მასწავლა მათი პრაქტიკაში გამოყენება.
მე და ჩემი მოსწავლეები
ვწერთ პროექტებს,
ვატარებთ სხვადასხვა
ტიპის სასკოლო ღონისძიებებს; ჩემი მოსწავლეები ჩართულები არიან სამოქალქო
განათლების სხვადასხვა
კონკურსებში სადაც
იმარეჯვებენ კიდეც. ყველაფერმა ამან
სამოქალაქო განათლების
გაკვეთილის მიმართ
გაიზარდა ინტერესი.
მოსწავლეები მიუხედავად
მათი დატვირთული რეჟიმისა
დიდი ხალისით
და მონდომებით
რჩებიან სამოქალაქო კლუბის შეკრებებზე განსაკუთრებული სიამაყით ყვებიან
წარმატებებზე. ამ ყველა წარმატების საწინდარი კი ასევე სატრენინგო მასალებში მოცემული
და
ნასწავლი
როჯერ ჰარტის მონაწილეობის კიბეა.“
Комментариев нет:
Отправить комментарий