среда, 9 декабря 2020 г.

eTwinning პროექტის ტრენინგის ჩანაწერები

ტრენინგი  მიმდინარეობს  eTwinning  პროექტში  ჩართული  სკოლებისთვის,  პროექტებზე  სამუშაოდ. 

 ტრენინგის  პირველი  დღე  I  აქტივობა  ტრენინგის  მონაწილეების  გაცნობა 

 


II  აქტივობა  შევავსეთ  https://forms.office.com/  გამოკითხვა  სადაც  მივანიშნე  ყველა  საჭირო  ინფორმაცია  რაც  მითითებული იყო  კითხვარში.

III  აქტივობა  ვიმუშავეთ  https://www.google.com/maps/  სადაც მოვნიშნეთ  ჩვენი  სკოლის  ადგილმდებარება.

https://www.google.com/maps/d/u/0/edit?mid=1limrO14-1PrJEG2eEwdx8XzZAzMigHgr&ll=41.754251881329424%2C45.754585250000005&z=7



IV  აქტივობა  შევქმენი  საპრეზენტაციო  სლაიდი  შემდეგ  მისამართზე

https://app.genial.ly/editor/5fd127ffe26c181003da5f3d

V  აქტივობა  ვიმუშავე  ბლოგზე

ტრენინგის  მეორე  დღე.

I  აქტივობა  

გავეცანი  biteible.com  პორტალს  სადაც  ვისწავლე  როგორ  შევადგინო  ვიდეო  რგოლები  როგორ  სამუშაო  რესურსები   და  გამოვიყენეო  როგორც  ოფლაინ  ასევე ონლაინ  სწავლების  დროს

https://biteable.com/watch/-2745719

https://app.biteable.com/video/13242646/scene/1/edit






რესურსი  გავაზიარე  YouTube-ზეც


https://www.youtube.com/watch?v=3Dv5uCh0Q7c

II  აქტივობა    

ვიმუშავე  პოსტერის შექმნაზე  postermywall.com  პორტალზე  და  შევქმენი  შემდეგ  მისამართზე  საშობაო  პოსტი


https://www.postermywall.com/index.php/posterbuilder/load/5022635834ecce48fea89f45d4059f38#.X9oRTlb7TIU

III  აქტივობა:
გავეცანი www.tricider.com -ს  და  შევქმენი პოსტერი.

http://www.tricider.com/brainstorming/3NPRNCDYjMl

ტრენინგის  მესამე  დღე
I  აქტივობა  Emaze ს   გავეცანი   და  შევქმენი  საპრეზენტაციო  სლაიდი

II  აქტივობა  გავეცანი  ISSUU  
და  ავტვირთე  ჩემს  მიერ  შექმნილი  PP  საპრეზენტაციო  სლაიდი
https://issuu.com/n_a.na/docs/_________.pptx
https://issuu.com/n_a.na/docs/_________.pptx

ტრენინგის  მეოთხე  დღე
I  აქტივობა  შევქმენი  ჩემი  ავატარი
https://tinyurl.com/y8ckhksf
https://www.voki.com/site/pickup?scid=17324183&chsm=d7d4be672b24b96dcff7cac71b589eac



II  აქტივობა  შვქმენი  ჩემი  ქვიზლეთი
https://quizlet.com/_97hu3g?x=1qqt&i=3dyttl

მსურს ასევე დამატებით ავტვირთო ჩემ მიერ შექმნილი ღონისძიების სქრინი ღონისძიების ბმული მოგვიანებით აგესახებათ







пятница, 24 января 2020 г.

ცნობა


    აღნიშნული მეილით ვადასტურებთ, რომ სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა USAID /CENN პროექტის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში  ფარგლებში 2019 წელს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) საკითხებზე გამოცხადებულ სასკოლო კონკურში.

კონკურსის ფარგლებში სკოლის (უშუალოდ აქტივობების დაგეგმვასა და განხორცილებას ორგანიზებას უწევდა ქ. ნანა ნიკოლაშვილი) მიერ განხორცილებული იყო შემდეგი აქტივობები:

  • სკოლაში აქტიური სტუდენტების 15 კაციანი ჯგუფის შექმნა;
  • შექმნილი ჯგუფის ტრენირების ტრენინგის (ToT) ჩატარება ნარჩენების მართვის თანამდროვე მიდგომებისა (გადამუშავების საკითხებზე ხაზგასმით) და დებატების ტექნიკებზე;
  • სკოლაში ორი საგანმანათლებლო სემინარის ჩატარება ნარჩენების მართვის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის წევრების მიერ;
  • ნარჩენების მართვის საკითხებზე ტელედებატების ორგანიზება ნარჩენების მართვის საკითხებზე გურჯაანის ტელევიზიაში  შექმნილი ჯგუფის წევრების მონაწილეობით;
  • ქაღალდის შეგროვების სასკოლო კონკურის ორგანიზება ველისციხის სკოლაში;

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის ზემოთ აღნიშნულ სასკოლო კონკურსში  მონაწილეობის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დამიკავშირეთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

პატივისცემით,
ნინო თევზაძე

Nino TEVZADZE
Deputy Chief of Party
Waste Management Technology in Regions
CENN


+995 32 2 75 40 63/64/65 (Ex. : 106)
m +995 593 36 81 66


четверг, 9 января 2020 г.

კონკურსის დებულება ,,აჩუქე ნივთებს მეორე სიცოცხლე, შექმენი საახალწლო განწყობა სკოლაში“


კონკურსის დებულება
,,აჩუქე  ნივთებს  მეორე სიცოცხლე, 
შექმენი საახალწლო  განწყობა  სკოლაში“ 
სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლაში,  საყოფაცხოვრებო  ნარჩენებით   საახალწლო  ნაკეთობების  გამოფენის  ხელშეწყობა, სასკოლო  თემში  ნარჩენების  მართვის  საკითხებზე  ცნობიერების  ამაღლება.

1.    კონკურსის მიზანი
სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლაში,  სასკოლო  თემის  გააქტიურება,  საყოფაცხოვრებო  ნარჩენების  მართვის საკითხებზე  ცნობიერების ამაღლება.  სასკოლო კონკურსის  ინიცირება კლასებს  შორის. საახალწლო  აქსესუარების  მომზადება  და  საკლასო ოთახებისა  და  სკოლის  შენობის  მორთვა  მყარი  საყოფაცხოვრებო  ნარჩენებისაგან  დამზადებული  სადრესასწაულო  აქსესუარებით.
2.    კონკურსის პირობები
·         კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია  სკოლის  მოსწავლეებს,  მათ  მშობლებს,  მასწავლებლებს;
·         კონკურსში დაიშვება კონკურსანტის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი  რამოდენიმენიმედან  მხოლოდ  ერთი  ნაკეთობა;
·         საკონკურსო  ნამუშევარი  უნდა  იყოს  აუცილებლად  დამზადებული  ნარჩენებისაგან.
·         პრიორიტეტი მიენიჭება საახალწლო  თემატიკაზე  შექმნილ  ნაკეთობებს;
·         კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს საკონკურსო კომისია.
3.    საკონკურსო პროექტების წარმოდგენის პირობები
·         პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაკეთობის  სახით  და  განთავსებული  იყოს  მოსწავლის  სწავლის   შემთხვევაში შესაბამის  საკლასო ოთახში  სადაც  სწავლობს  ან  საკლასო  ოთახის  მიმდებარედ  დერეფანში.
·         საკონკურსო  პროექტი  უნდა  განთავსდეს  არაუგვიანეს  2019  წლის 26  დეკემბრის  დილით  ცხრა  საათისა.
·         პროექტში  მონაწილე  მოსწავლეთა  მშობლები  ასევე  ნამუშვერებს  განათავსებენ  მისი  შვილის  საკალასო  ოთახში  ან  საკლასო  ოთახის  მიმდებარედ  დერეფანში.

4.    საკონკურსო კომისია
·         საკონკურსო კომისია (შემდგომში კომისია) შედგება 5 წევრისაგან (აქედან 4 მოწვეული და თავმჯდომარე -სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ველისციხის  საჯარო  სკოლის  დირექტორი);
·         კომისიის წევრებს ადგილობრივი  თვითმართველობის  წარმომადგენელი,  სოფელ  ველისციხის  მაჟორიტარი  დებუტატი,  წარმომადგენელი თურქეთის  საელჩოდან;   ორგანიზაცია  CENN-ის  კახეთის  რეგიონალური  წარმომადგენელი
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე:
·         ხელმძღვანელობს კომისიას;
·         კომისიის  წევრებთან  ერთად  ათვარიელებს  საკლასო  ოთახებს;
·         გამოავლენს  გამარჯვებულებს  შემდეგ  ნომინაციებში:
*      ყველაზე  კრეატიული  გაფორმება;
*      ყველაზე  მაშტაბური  მორთვა;
*      მეტი  საზოგადოებრივი  სარგებელი;
სხდომის მდივანი:
·         კომისიის თავმჯდომარის მითითებით მართავს  საინფორმაციო  კამპანიას;
·         აწვდის  ინფორმაციას  კონკურსის  შესახებ  დაინტერესებულ  პირებს;
·         თავს უყრის კომისიის მუშაობის მასალებს.
კომისიის წევრი:
·         მონაწილეობს კომისიის სხდომებში;
·         ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, კომისიის წევრებისთვის დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობა.
5.    კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება:
·         კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ მას ესწრება კომისიის 2/3 მაინც;
·         საუკეთესოდ ცხადდება ის პროექტი/ები, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას;
·         კომისიის წევრი, რომელიც არ ესწრება სხდომას, უფლებამოსილია თავისი პოზიცია (ხმა) კომისიას წარუდგინოს წერილობით;
·         კომისიის რეკომენდაციები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი;
·         კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის საემურვეო  საბწოსთვის  წარდგენას, კომისიის რეკომენდაციების გასაცნობად.
6.    კონკურსის განრიგი
·         საკონკურსო პროექტების მიღება იწყება 2019 წლის 1  დეკემბრიდან;
·         პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019  წლის  26  დეკემბერი;
·         საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტების განხილვა შედგება 2019 წლის 26 დეკემბერს;
·         კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება 2019 წლის 26 დეკემბერს;
·         პროექტი უნდა განხორციელდეს 2019  წლის  27  დეკემბრამდე;
·         კონკურსზე შემოტანილი მასალა უკან არ ბრუნდება;
·         პროექტი და ყველა თანდართული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე:  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლა;
კონსულტაციები გაიმართება ყოველ ოთრშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე,
სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლაში (577678634)


სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის
სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლა
1     დეკემბრი  2019  წელი













კონკურსის  კრიტერიუმები;
    სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლაში  ,,აჩუქე  ნივთებს  მეორე სიცოხლე,  შექმენი საახალწლო  განწყობა  სკოლაში“  რომელსაც  ანხორციელებს  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლა,  ორგანიზაცია  CENN-ის  ადგილობრივი  ხელისუფლებისა  და  თურქეთის  საელჩოს  მხარდაჭერით ხორციელდება  ორ  ეტაპად.
პირველი ეტაპი  მოიცავს  კონკურსის გამოცხადებისა  და  ინფორმაციის  მიწვდის  პერიოდს.  როცა  მოხდება  სკოლის  მასწავლებლების  ინფორმირება  მყარის  საყოფაცხორებო  ნარჩენებისაგან  საახალწლო  ნაკეთობების  დამზადებისა და  სკოლის  შენობის  მორთვის  თაობაზე;
მეორე  ეტაპი  მოიცავს  კონკურსის  ორგანიზებასა  და  გამარჯვებულების  გამომვლენას.
საკონკურსო  ნამუშევრის  ავტორი  შეიძლება  იყოს  სკოლის  მოსწავლე,  მშობელი  ან  მასწავლებელი;
საუკეთესო  ნამუშევერი  უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ  მოთხოვნებს: 
*      იყოს  საყოფაცხოვრებო  ნარჩენებისაგან  შექმნილი;
*      იყოს  კრეატიული;
*      საკლასო  ოთახში  ქმნიდეს  სადღესასწაულო  განწყობას;
*      იმსახურებდეს  საკონკურსო  კომისიის  წევრების  მოწონებას;
*      ნაკეთობა  უნდა  იყო  უსაფრთხო;
*      თვალსაჩინო  უნდა  იყოს  ძველი  ნივთვისაგან  მიღებული  ახალი  ნივთის  სარგებლიანობა;


საკონკურსო კომისია  გამოავლენს  სამ  ნომინაციაში  გამარჯვებულებს:

*      ყველაზე  კრეატიული  გაფორმება;
*      ყველაზე  მაშტაბური  მორთვა;
*      მეტი  საზოგადოებრივი  სარგებელი;





 
კონკურსი სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლაში 2019 წლის საქართველოში  ნარჩენების  მართვის  და  სეპარირების  თემასთან დაკავშირებით ,,აჩუქე  ნივთებს  მეორე სიცოცხლეშექმენი საახალწლო  განწყობა  სკოლაში 

სოფელ  ველისციხის    საჯარო  სკოლა
27 დეკემბერი, 2019 წელი
დღის წესრიგი
13:00-13:20
შეხვედრის გახსნა
რეგისტრაცია - ყავა & ჩაი
13:20-13:30
გაცნობის  სავარჯიშო -  მოწვეული  სტუმრები  და სკოლის  მოსწავლეები  გაეცნობიან  დღის  წესრიგს  და  შეფასების  სქემებს
სამოქალაქო  განათლების  კლუბ ,,ნოვატორის“ - მოსწავლეები  და  კურატორი  პედაგოგი
13:30-13: 50
გამოფენა -კონკურსის  გახსნა (მოკლე  ინფორმაცია  გამოფენა - კონკურსის  შესახებ)
სამოქალაქო  განათლების  პედაგოგი - ნანა  ნიკოლაშვილი
13:50-14:30
ნაკეთობების  დათვალიერება  ჟიურის  წევრების  მიერ  და  შეფასების  სქემების  შევსება
საკონკურსო  ჟიური -  დალი  მინდიაშვილი,  ანა  ამონაშვილი, ზაზა  შოშაიშვილი, გუჯა  ქათამაძე, 
14:3015:00
გამარჯვებულის  გამოვლენა  და  დაჯილდოვება
საკონკურსო  ჟიური,  პროექტის  ორგანიზატორები.
15:00-15:15





შეხვედრის შეჯამება / დასასრული
ნანა  ნიკოლაშვილი -სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლის  სამოქალაქო  განათლების  მენტორი  პედაგოგი.





სასკოლო კონკურსი