вторник, 19 ноября 2019 г.

ეკო კლუბი ,,მზრუნველები"















კლუბის  კონცეფცია
სსიპ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ველისციხის  საჯარო  სკოლის  ეკოკლუბი  ,,მზრუნველები“
კლუბის  კურატორი  პედაგოგი  ნინო  ნესუაშვილი
კლუბის  მისია:  საჯარო  სკოლის დაწყებით,  საბაზო  და  საშუალო  საფეხურის  მოსწავლეებში  გარემოსდაცვითი  უნარჩვევებისა  და  ეკოლოგიური კომპეტენციების  განვითარება.
ხედვა:  საჯარო  სკოლის  სამივე  საფეხურის  სხვადასხვა  კლასის  მოსწავლეების  ჩართვა  სასკოლო  და  სათემო  ცხოვრებაში,  სხვდსხვა  ტიპის  არაფორმალური  სწავლების  სტრატეგიების  დახმარებით  მათში  მაღალი  სამოქალაქო  ღირებულებების  განვითარება.
მიმართულება:  საზოგადოებრივი.
მიზანი:  სკოლის  მოსწავლეებში   ეკოლოგიის  და გარემოს-დაცვითი  აქტივობების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.
ამოცანები:
1.    საერთო ინტერესების  მქონე  სხვადასხვა  კლასის  მოსწავლეების შეკრება  და  გაერთიანება  კლუბში.
2.    სკოლის  ადმინისტრაციისაგან და  მასწავლებლებისაგან  საჭირო  დახმარების  მოთხოვნა, ადამიანური  თუ  მატერიალური  რესურსების  მიღების  მიზნით  (კლუბისთვის  ოთახი, გათბობა,  საკანცელარიო ნივთები, კოლეგების,  კლასის  დამრიგებლების  მხარდაჭერა  და  მშობლების  ჩაყენება  საქმის  კურსში).
3.    სხვადსხვა  ტიპის  ღონისძიებების  დაგეგემვა  განხორცილება,  მოსწავლეების  გააქტიურება,  ჩართვა    სასკოლო,  სათემო   და  საზოგადოებრივ  საქმიანობებში.
4.    კლუბის  მიერ  განხორციელებული  ღონისძიებების  ანალიზი  და  პიარ  კამპანია.
5.    სხვა კლუბებთან  თანამშრომლობა.
აქტივობები:
1.    საკლუბო  საქმიანობების  გეგმის  შედგენა;
2.    სკოლის  ადმინისტაციისთვის  შედგენილი  გეგმის   და  განაცხადის  წარდგენა,  მოხთხოვნა  სკოლის  ბაზაზე  კლუბის  რეგისტრაციის  შესახებ;
3.    მოთხოვნა კლუბისთვის  სკოლაში  ოთახის  გამოყოფის  და  საჭირო  საკანცელარიო  რესურსებით  აღჭურვის  შესახებ; 
4.    განცხადება  პედაგოგიურ  საბჭოს  შეკრებაზე   კლასის  დამირიგებლებისაგან  მხარდაჭერის  მისაღებად;
5.    მშობლების  ინფორმირება  საკლუბო  მუშაობის  და  კლუბის  წარმატებების  შესახებ;
6.    კლუბისთვის  სამუშაო  გეგმის  შემუშავება  გათვლილი  კალენდარულად;
7.    საკლუბო  კონკურსი   მოსწავლეებისთვის,   ეკოკლუბში   გასაწევრიანებლად.
8.    კლუბის  ლოგოს  და  სლოგანის  გადახედვა და  დამტკიცება მოსწავლეებთან  ერთად  ასევე  კლუბში  ლიდერების  არჩევა; 
9.    კლუბის  მოსწავლეების  მიერ  დაგეგმილი  ღონისძიებების  განხორციელება;
(მაკულატურის  კონკურსი;   დასუფთავების  და  გამწვანების აქციები,  კონფერენცია,  სასწავლო პროცესი,  სწავლება  ქეისებით  სათემო  აქტივობები,  პროექტი,  ტოლერანტობის  დღისადმი  მიძღვნილი  ღონისძიება,  ვიქტორინა  ადამიანის  უფლებების  დეკლარაციის  საერთაშორისო  დღესთან  დაკავშირებით,  ექსკურსია,  ლაშქრობა, ნიკო კეცხოველის  სახელობის  პრემიის  პროექტში  ჩართვა, დასკვნითი  ღონისძიება  და  ა.  შ.)
10.   თვეში  ერთხელ  განხორციელებული  საქმიანობების  ანალიზი;
11.   დასკვნითი  ღონისძიება.


სამიზნე  აუდიტორია:  სსიპ.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლის   30  მოსწავლე.
პიარკამპანია:  კლუბი  სკოლის  ბაზაზე  უკვე  ორი  თვეა  არსებობს. აქედან  გამომდინარე  მოსწავლეებს  უკვე  აქვთ  მეტ-ნაკლები  იფორმაცია  კლუბის  საქმიანობებს  შესახებ,  თუმცა  სასწავლო  წლის  დასწყისშივე  მივმართავ  სკოლის  დირექტორის  მოადგილეს განცხადებით   რეგისტრაციის  და  მატერიალური  რესურსებით  აღჭურვის  შესახებ.  შეუთანხმდები  კლასის  დამრიგებლებს  და  პირველივე  მშობელთა  კრებებზე  ინფორმაციას  მივაწვდი  მშობლებს  კლუბის  საქმიანობების  შესახებ,  PP  სლაიდის  დახმარებით,  სადაც  დავიტან  წინა  წლების  საქმიანობებს.  იგივე  სლაიდს  გამოვყენებ  მოსწავლეებთან  შეხვედრის  დროსაც.  გარდა ამისა  პედაგოგიურ  საბჭოს  შეკრებაზე  ინფორმაციის  სახით  გავაცნობ  კოლეგებს  ჩემი  საკლუბო  საქმიანობის  შესახებ.  ამის  შემდეგ  გამოვაცხადებ  კონკურს  კლუბში  მოსწავლეთა  გასაწევრიანებლად,  ასევე  კლუბის  საქმიანობების  შესახებ  ნებისმიერი  ინფორმაცია,  ნარატიული  თუ  ფოტო  ვიზუალის  სახით  განთავსდება  კლუბის  გვერდზე,   სოციალურ  ქსელში, სამომავლოდ  შემდეგ  სასწავლო  წლებში  მოსწავლეთა  კიდევ  უფრო  დაინტერესები  მიზნით.

კალენარული გეგმა:


N
განსახორციელებელი  აქტივობა
დრო  თვე  თარიღი
პასუხისმგებელი  პირი
შენიშვნა
1
კლუბის  შესხებ  მოსწავლეების  და  მშობლების  იფორმირება,  სკოლის  ბზაზე  კლუბის  რეგისტრირება.  დაანონსება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.
18/22  სექტემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო  ნესუააშვილი 
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  ბლოგზე.
2
საკლუბო  კონკურსი,  მოსწავლეთა  გასაწევრიანებლად.
25  სექტემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო  ნესუაშვილი 
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  ბლოგზე
3
კლუბის მუშაობის   სპეციფიკის   ძირითადი  ატრიბუტიკის  გაცნობა კლუბის  წევრებისთვის  და  საჭიროების  შემთხვევაში  ახლის  მიღება.
29  სექტემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო  ნესუაშვილი 
კლუბის  წევრები
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  ბლოგზე
4
დასუფთავების  აქცია
2 /6  ოქტომბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო ნესუაშვილი,
კლუბის  წრვრები,  მშობლები. 
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  ბლოგზე
5
პროექტი  ,,ნარჩენების  მართვა“  მაკულატურის  კონკურსი
 1 ოქტომბერი
20  ნოემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო   ნესუაშვილი,
კლუბის  წრვრები,  მშობლები.  მასწავლებლები,  სკოლის  ადმინისტრაცია,  მოწვეული  სტუმრები
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  ბლოგ-  გვერდზე.
6
ლაშქრობა  სოფლის  ტერიტორიაზე  არსებული  კულტურული  ნაგებობების  დათვალიერება  და  არსებული  ძეგლების  შესახებ  ინფორმაციის  გაცნობა,  საჭიროების  შემთხვევაში  დასუფთავების  აქცია
 30  ნოემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი ნინო ნესუაშილი, ასევე  სამოქალაქო  განათლების  პედაგოგი  ნანა  ნიკოლაშვილი,
კლუბის  წრვრები,  მშობლები. 
ღონისძიება  განხოციელდება მხოლოდ  ერთ  დღეს  შერჩეული იქნება  დღე  სასუველი  ამინდის  შესაბამისად.
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.
7
სემინარი
30  ნოემბერი

კლუბის  წრვრები.
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  გვერდზე.
8
კონკურსი  ნარჩენებისაგან  მეორადი მოხმარების  ნივთების  დამზადება

8  დეკემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო  ნესუაშვილი,  კლუბის  წევრები. 
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის    გვერდზე.
9
დასუფთავების  აქცია  ,, მე  მიყვარს  ჩემი  სოფელი“
22  ნოემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო  ნესუაშვილი,
კლუბის  წრვრები,  მშობლები. 
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის   გვერდზე.
10
ტოლერანტობის  დღისადმი  ფილმის  ჩვენება  და  განხილვა  ,,შემგროვებელი  ბრეთფორდის  ქუჩიდან“
16  ნოემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო ნესუაშვილი,
კლუბის  წრვრები. 
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის    გვერდზე.
11
ბავშვის  უფელაბათა  კონვენციის  მიღების  დღესთან  დაკავშირებით  კონფერენცია,  სემინარი.
20  ნოემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნანა  ნიკოლაშვილი,
კლუბის  წრვრები.
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.
12
ექსკურისია  ნატოს  სამეკავშირეო  ოფისი,  პრეზიდენტის  სასახლე,  ეროვნული  მუზეუმი
27  ნოემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნანა  ნიკოლაშვილი, 
კლუბის  წევრები.
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.
13
სწავლება ქეისებით ,,სოფელი  ტყის პირას“  იმიტაცია
6  დეკემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნანა  ნიკოლაშვილი, 
კლუბის  წევრები.
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.
14
ადამიანის  უფელაბათა  საყოველთაო  დეკლარაციის  დღისადმი  მიძღვნილი ვიქტორინა;
10 დეკემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო  ნესუაშვილი, 
კლუბის  წევრები.
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.
15
დასკვნითი  ღონისძიება  მოსწალეები  მოიწვევენ  პედაგოგებს,  მშობლებს,  სხვა  კლუბის  წევრებს,  და  გააცნობენ  მათ  მიერ  განხორციელებულ  საქმიანობებს,  რომელიც  მომზადებული  იქნება  PP  სლაიდის  სახით.
20  დეკემბერი
კლუბის  მეურვე  პედაგოგი  ნინო  ნესუაშვილი  და  ლიდერები
აღნიშნულის  შესახებ  ფოტო  მასალები  განთავსდება  კლუბის  სოციალურ  გვერდზე.
 

კლუბის  ლოგო











         



                                                        სლოგანი
ერთად  ჩვენ  ვმართავთ  ჩვენს  ძლიერ  მომავალს!